1.პროექტის სახელწოდება
რატომ იქცა პატრიოტიზმი ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედების ძირითად თემად?
2.პროექტის მთავარი იდეა
პროექტის ფარგლებში,დაახლოებით ორი თვის განმავლობაში,მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებას,პერიოდულად იმუშავებენ ჯგუფებში და ერთმანეთს გააცნობენ უკვე მოძიებულ და შესწავლილ მასალებს,როგორც ქართველი,ისე ევროპელი რომანტიკოსების შესახებ,ეს ყოველივე დასრულდება ექსკურსიით წინანდალსა და თელავში.
3.პროექტის აქტუალობა
ჩატარებული მუშაობის შედეგად მოსწავლეები დაინახავენ განსხვავებას ქართულ და ევროპულ რომანტიზმს შორის,გააცნობიერებენ ამ განსხვავების მიზეზებს.
4.პროექტის მიზნები
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებას,ნახავენ როგორ აისახა მათი ცხოვრება მხატვრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში,განივითარებენ მიების,კვლევის,დახარისხებისა და შედარების უნარებს,ასევე კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს და ა.შ.
5.მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი
6.ვადები
2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგად შეიქმნება; ფოტომასალა,რეპორტაჟი წინანდლისა და თელავის მუზეუმებიდან,პრეზენტაცია
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ს.ჭილაიას ,,ეკატერინე ჭავჭავაძე'',გ.ორბელიანის დღიურები და პირადი წერილები, ბარათაშვილის პირადი წერილები, ნოვალისის ''ცისფერი ყვავილი'',გოეთეს ''ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი''.გ.ასათიანის ''ნიკოლოზ ბარათაშვილი'' და ა.შ კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა
საპროექტო თემას განვიხილავ მოსწავლეებთან ერთად,დავყოფ კლასს ოთხ ჯგუფად და
გავანაწილებ დავალებებს.პერიოდულად ჯგუფები შეიკრიბებიან და წარმოა დგენენ ნამუშევარს.პროექტი დასრულდება ექსკურსიით წინანდლის ჭავჭავაძეებისა და თელავის ერეკლე მეფის სასახლეებში.ექსკურსია დაიწყება თბილისში ორბელიანთა
უბნიდან.პროექტი დასრულდება პრეზენტაციით და განთავსდება სკოლის ვებ.გვერდზე.
10.საგნებთან კავშირი
კავშირი ისტორიასთან XVIII-XIX ს.ს. ხელოვნებასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი
ლეილა წიკლაური
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
lelano53@gmail.com
13.პროექტის ბლოგი
leilawiklauri5.blogspot.com
ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი ნამუშევრით,ქალბატონო ლეილა.
ReplyDeleteლეილა ყოველთვის მჯეროდა შენი
ReplyDelete